Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი ადამიანი დაიჭრა უკრაინაში რუსეთის იერიშების შედეგად, აფეთქება მოხდა რუსეთის ბელოგოროდის რეგიონში


მეხანძრეები აქრობენ რუსეთის მხრიდან დრონებით მიტანილი იერიშით გამოწვეულ ცეცხლს ხარკოვში, 2024 წლის 4 მარტი
მეხანძრეები აქრობენ რუსეთის მხრიდან დრონებით მიტანილი იერიშით გამოწვეულ ცეცხლს ხარკოვში, 2024 წლის 4 მარტი

გასულ ღამით სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიჭრა უკრაინის ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის რეგიონებზე რუსეთის მხრიდან დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად - იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები.

რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ბელოგოდორში მომხდარი აფეთქების შედეგად.

უკრაინის საჰაერო ძალები 4 მაისს აცხადებდნენ, რომ ჩამოგდებულ იქნა რუსეთის მიერ გაშვებული 13 დრონი - თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდნენ ადამიანები და დაზიანდა ინფრანსტრუქტურა, კომერციული და საცხოვრებელი სახლები. ხარკოვის რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი ტელეგრამით წერს, რომ დაზიანებების გამო საავადმყოფოში მოხვდნენ 13 წლის ბავშვი და ქალი.

რუსეთმა ბოლო ხანებში გააძლიერა თავდასხმები ხარკოვის რეგიონზე, რომლის დედაქალაქიც რუსეთის საზღვრიდან 30-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს - რაც აღრმავებს შიშებს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, გეგმავდეს სამხედრო კამპანიის განახლებას ამ ქალაქის დასაკავებლად.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ გამოდის მოწოდებებით უკრაინას სწრაფად მიეწოდოს დაპირებული დასავლური სამხედრო დახმარება და ხაზს უსვამს დაჯავშნული მანქანების, ტყვია-წამლის და რაკეტების საჭიროებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG