საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. ამის შესახებ მან რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, არის „რუსული კანონი“.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ ადამიანებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზე იბარებს. იმის მიუხედავად, რომ უწყება არ ამხელს, რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, ამის შესახებ საუბრობენ ის ადამიანები, რომლებსაც გამომძიებლებმა საქმესთან დაკავშირებით მცირეოდენი ინფორმაცია მიაწოდეს.
ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ხათუნა საღინაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაიბარეს. დეტალები მისთვის უცნობია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შესასვლელთან ინციდენტი მოხდა. სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად კანონის მიღებას აპროტესტებდა, ამბობს, რომ მათ ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გვინეა-ბისაუს დედაქალაქში ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის გამზირი გაჩნდება. ამის შესახებ რამზან კადიროვმა გროზნოში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის უმარუ სისოკუ ემბალოს ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თურქეთს საქართველოს ხილვა სურს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში - მხარდაჭერა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დროსაც გამოხატა. თურქეთი ნატოს წევრია და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებასაც ცდილობს.
კრემლის პროპაგანდამ სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიაბა. მათი მტკიცებით, ორივეგან დამნაშავე დასავლეთია, რომელიც სუვერენული ქვეყნების დამორჩილებას ცდილობს.
კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ უკვე პრეზიდენტთანაა. ვეტოს დასადებად სალომე ზურაბიშვილს 2 კვირა აქვს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნის ხმები მისი ვეტოს დასაძლევად. მოსალოდნელია, რომ კანონი არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გამოქვეყნდება.
„ვუერთდები აქციას „ცარიელი აუდიტორიები“ - მას შემდეგ, რაც 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების შესახებ“ კანონი მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო, პროტესტი განსაკუთრებულ ფაზაში გადავიდა. გაფიცულები არიან 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ ლექტორების ნაწილიც უერთდება.
ამ სტატიაში ვითვლით პოლიციელებისთვის ნაყიდი საკვების რაოდენობას და ვცდილობთ შევიქმნათ წარმოდგენა, რამდენი სამართალდამცავი გამოიყვანეს ქუჩაში 2024 წლის აპრილ-მაისის მასობრივი საპროტესტო მოძრაობის პირისპირ.
ჩამოტვირთე მეტი